Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ფიტნეს ფორმულა
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 11 მაისი
საკვები დანამატებისა და ვიტამინების მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი "ფიტნეს ფორმულა", რომელიც 25-მდე მაღაზიით უკვე წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო ქ. თბილისში 4 ფილიალით, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი"
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 22:00 სთ-მდე, 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება. 1 საათი შესვენება.
ანაზღაურება: საწყისი 1000 ლარი (NET) + ბონუსი

მოვალეობები:

** მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენა და პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება, მათ შორის სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
** პროდუქციის მიღება, თაროზე განთავსება და შესაბამისი მარაგის მუდმივი კონტროლი და შევსება საჭიროებისამებრ
** ონლაინ შეკვეთებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება
** მაღაზიაში შემომავალ ზარებზე პასუხი და მომხმარებლის ინფორმირება
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია

მოთხოვნები:

** მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება
** მოტივირებული და პუნქტუალური; ორგანიზებული და კომუნიკაციის კარგი უნარების მქონე
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არასავალდებულოა
** ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: info@fitnessformula.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე