Робота для біженців з України
მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი
მომწოდებელი: eMoney
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
ფინანსური კომპანია "eMoney" (სს "იმანი ჯორჯია") აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენლის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება მომხმარებლებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებაში როგორც საგადახდო სისტემების, ისე კრიპტოაქტივების მიმართულებით.

ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა მომართვების (ზარი, ჩათი, ელ.ფოსტა) მიღება და დროული დამუშავება;
** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად ფლობა და კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული საკითხების მოგვარების პროცესში ჩართულობა;
** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთან გამავალი კომუნიკაცია და სერვისების შეთავაზება;
** სხვადასხვა დეპარტამენტებისგან მიღებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელია);
** MS Office, MS Excel სამუშაო დონეზე ცოდნა;
** გამართული მეტყველება და ინფორმაციის მარტივად გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

რას გთავაზობთ:

** პროფესიულ სამუშაო გარემოსა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ნაწილობრივ დისტანციური მუშაობის რეჟიმს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სტაბილურ ანაზღაურებას.

სამუშაო გრაფიკი:

კვირაში არაუმეტეს 40 საათისა, წინასწარ შეთანხმებული ცვლებით:

** 10:00-19:00
** 17:00-24:00
** ღამის ცვლა (საჭიროების შემთხვევაში): 00:00-09:00

(ოფიციალურ უქმე დღეებში მუშაობა დამატებით ანაზღაურდება).

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: hr@emoney.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "იმანი-ჯორჯია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე