Робота для біженців з України
აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - აჭარა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: One Point
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
"One Point"-ის პარტნიორი ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია ეძებს აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმომადგენლობის ბიუჯეტის, შემოსავლებისა და ხარჯების მართვა;
** ახალი პარტნიორების მოძიება და მოზიდვა;
** ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
** რეგიონული ოფისის ადმინისტრირების ორგანიზება (სივრცე, ინფრასტრუქტურა, საოფისე რესურსები);
** თანამშრომელთა კოორდინაცია, გრაფიკების უზრუნველყოფა და მონიტორინგი, შესრულების კომპანიის სტანდარტებთან და შიდა პოლიტიკებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
** წარმომადგენლობის ყოველდღიური ოპერაციების უწყვეტობისა და სტაბილურობის მონიტორინგი და უზრუნველყოფა;
** PayBox ტერმინალების ქსელის ინფრასტრუქტურული და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** ყოველდღიურად მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და საგანგებო სიტუაციების იდენტიფიცირება, რეაგირება და სათაო ოფისთან კომუნიკაცია;
** ნაღდი ფულადი სახსრების ბრუნვის პროცესების მონიტორინგი;
** სათაო ოფისთან რეგულარული კომუნიკაცია და ანგარიშგება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მენეჯერულ პოზიციაზე გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** საოპერაციო პროცესების მართვის გამოცდილება;
** ორგანიზებული;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოქნილობა, ცვლილებებისადმი სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** პრიორიტეტიზაციისა და დროის მართვის უნარი.

სავალდებულო მოთხოვნა: აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-14:00.
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, საწვავის ანაზღაურება, ავტომობილის იჯარა, სატელეფონო კორპორატიული ლიმიტი.

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ რეზიუმე ელფოსტაზე - hr@onepoint.ge

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე