|
დასახელება:
ფარმაცევტი
|
| მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის ქალაქ თბილისში.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი #1;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 700-900 ლარი + ყოველთვიური ბონუსი რეალიზაციის მიხედვით;
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დაფინანსებას;
** კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლების მომსახურება აფთიაქში;
** ფარმაცევტული კონსულტირება;
** რეცეპტის ფარმაცევტული ექსპერტიზა;
** სამკურნალო და პარაფარმაცევტული საქონლის განლაგება მათთვის განკუთვნილ ადგილზე მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად;
** პროდუქციის შიდა აღწერებში მონაწილეობა;
** ცოდნის ამაღლება, ტრენინგებსა და ტესტირებებზე დასწრება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს, რომელსაც აქვს ფარმაცევტული/ სამედიცინო განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა;
პიროვნული თვისებები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** თავაზიანობა, დელიკატურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე hr@psp.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ფარმაცევტი - ფონიჭალა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 15 მაისი.
|
|
|
|