Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=718392&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური მენეჯერი - ენერგეტიკოსი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი - ენერგეტიკოსი
მომწოდებელი: White Sails
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
ბათუმში მდებარე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი "ვაით სეილსი - White Sails" აცხადებს ვაკანსიას კომპლექსის ტექნიკური მენეჯერის - ენერგეტიკოსის პოზიციაზე.

პოზიცია: კომპლექსის ტექნიკური მენეჯერი - ენერგეტიკოსი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი
მისამართი: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N5

პოზიციის აღწერა:

მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის საინჟინრო ინფრასტრუქტურის უწყვეტი, უსაფრთხო და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ენერგომოხმარების ოპტიმიზაცია და ტექნიკური სისტემების გამართულობა.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

საინჟინრო სისტემების მართვა და კომპლექსში არსებული ყველა საინჟინრო სისტემის ზედამხედველობა:

** ელექტრომომარაგება
** წყალმომარაგება და კანალიზაცია
** გათბობა-გაგრილება (HVAC)
** სისტემების უწყვეტი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** წყლის ნასოსების და ტუმბოების მუშაობის მონიტორინგი
** წნევის, დებეტის და ტექნიკური პარამეტრების კონტროლი
** ავარიული შემთხვევების სწრაფი დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა
** პრევენციული მომსახურების გეგმის შედგენა და შესრულება
** ჩილერების ოპერირების კონტროლი და რეგულირება
** გაგრილების სისტემების ეფექტურობის მონიტორინგი
** ენერგოეფექტური რეჟიმების დანერგვა
** ტექნიკური სერვისის დაგეგმვა (ფილტრების, კომპრესორების და სხვა კომპონენტების შემოწმება)

გათბობის სისტემები:

** ქვაბების, გამათბობლების და გათბობის ქსელის მართვა
** სეზონური მომზადება (ზამთრის/ზაფხულის რეჟიმებზე გადართვა)
** ტემპერატურული რეჟიმების ოპტიმიზაცია

ელექტრო მეურნეობა:

** ელექტროსისტემების სრული კონტროლი
** ტრანსფორმატორების, გენერატორების და გამანაწილებელი ფარების მონიტორინგი
** ავარიული კვების სისტემების მზადყოფნა
** ელექტრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა

ენერგომენეჯმენტი:

** ენერგომოხმარების ანალიზი (ელექტროენერგია, წყალი, გაზი)
** ხარჯების ოპტიმიზაციის ღონისძიებების დაგეგმვა
** ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა
** ანგარიშგებების მომზადება ხელმძღვანელობისთვის
** ტექნიკური პერსონალის მართვა:
** ინჟინრების, ელექტრიკოსების და ტექნიკური პერსონალის ხელმძღვანელობა
** სამუშაო გრაფიკების და დავალებების გადანაწილება
** შესრულების კონტროლი და შეფასება

პრევენციული და კორექტიული მომსახურება:

** გეგმიური ტექნიკური მომსახურების (PM) კალენდრის შექმნა გაუმართაობების სწრაფი რეაგირება
** სარემონტო სამუშაოების კოორდინაცია

უსაფრთხოება და რეგულაციები:

** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** ტექნიკური რეგლამენტების შესრულება
** სახანძრო და ავარიული სისტემების კონტროლი

კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან მუშაობა:

** გარე ტექნიკური სერვისების კოორდინაცია
** კონტრაქტების მონიტორინგი
** ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვის დაგეგმვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ენერგეტიკაში, ელექტროინჟინერიაში ან შესაბამის სფეროში
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** HVAC, ელექტრო და ჰიდროსისტემების სიღრმისეული ცოდნა
** ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი
** MS Office / ტექნიკური პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** პრობლემების სწრაფი გადაწყვეტის უნარი
** ლიდერული და მართვის უნარები
** პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტაცია

დამატებითი პასუხისმგებლობები:

** ენერგოაუდიტის პროცესებში მონაწილეობა
** ახალი ტექნოლოგიების კვლევა და დანერგვა
** კომპლექსის ტექნიკური განვითარების გეგმის შემუშავება

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

** ფასდაკლებას კომპლექსში განთავსებულ რესტორნებში, სპა-ცენტრში, სავარჯიშო დარბაზებში, აუზსა და სხვა სერვისებზე
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** უზრუნველყოფილ კვებას
** Day Off- დამატებით 6 ანაზღაურებად დასვენების დღეს
** დაბადების დღის აღსანიშნავად დამატებით ანაზღაურებად დასვენების დღეს
** პროფესიონალური განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას - ტრენინგები და განვითარების პროგრამები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: hr@wsr.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება White Sails ის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში,
სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია