Робота для біженців з України
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: გაუს კრიპტო
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
შპს "გაუს კრიპტო", რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს (VASP), აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

კომპანია ახორციელებს კრიპტოვალუტისა და ფიატ ვალუტის გაცვლის ოპერაციებს და უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტის სერვისს მომხმარებლებისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტების მომსახურება და ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება;
** ნაღდი ფულის მიღება/გაცემა და აღრიცხვა;
** კრიპტო/ფიატ გაცვლის ოპერაციების დადასტურება სისტემაში;
** ტრანზაქციების სწორად დოკუმენტირება და ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების დაარქივება;
** შიდა რეგულაციებისა და უსაფრთხოების წესების შესრულება;
** ზემოაღნიშნულ სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ფუნქციები.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ფინანსურ სფეროში მოლარედ მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაციის უნარები;
** ენები: ქართული, ინგლისური.

სამუშაო დეტალები:

** ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 11:00 - 20:00
** ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე info@gauscrypto.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე