Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=718284&print=yes&view=jobs
 
სამშენებლო ობიექტის სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო ობიექტის სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: მშენებელი 2029
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
შპს "მშენებელი 2029" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სამშენებლო ობიექტის სამუშაოთა მწარმოებელი.

გრაფიკი: სრული (სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00- დან 18:00- მდე)
მდებარეობა: ქ.თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გენ მენეჯერთან და პროექტის მენეჯერთან ერთად მშენებლობის (სარემონტო სამუშაოების) პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** შესასრულებელი სამშენებლო სამუშაობისთვის ადამიანური რესურსის რაოდენობის განსაზღვრა
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების ფორმა № 2 და ჩამოწერების შედგენაში მონაწილეობის მიღება
** შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა, გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესწორების შესასრულებლად მითითების მიცემა
** ხარვეზის ან უზუსტობის დადგენის შემთხვევაში პროექტის მენეჯერის დროული ინფორმირება და რეაგირება
** სამშენებლო ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, მეთვალყურეობა და გადამოწმება;
** სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა და კონტროლი
** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების დაფიქსირება, გადაჭრა ზემდგომ პირების ჩართულობით
** პროექტების რისკების დროული დაფიქსირება და დროულად ინფორმირება უშუალო ხელმძღვანელის
** საპროექტო დოკუმენტაციიდან მიმდინარე სამუშაობისათვის მოცულობების ამოკრება
** შესასრულებელ სამუშაოთა შესრულების ვადების განსაზღვრა პროექტის მენეჯერთან ერთად (ყოველდღიური გეგმა-გრაფიკის და კალენდარული გეგმა-გრაფიკის შედგენა);
** ობიექტისთვის საჭირო სხვადასხვა სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის მოთხოვნის მართებულობა და მოცულობების გადამოწმება
** გეომეტრიული ზომების შემოწმება, გეოდეზიური ჯგუფის დროული ჩართულობის უზრუნველყოფა, სხვადასხვა სამშენებლო ტექნიკის წინასწარ განსაზღვრა და დროული მოთხოვნა
** ობიექტზე არსებული დღიური მუშების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა და მათი საქმიანობის კონტროლი
** შესასრულებელი სამუშაობისათვის ყალიბის ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა გენ მენეჯერთან ერთად
** ყალიბის მოთხოვნა, მიღებული ყალიბის გადაცემა ბრიგადაზე, ყალიბის ხარისხის გადამოწმება და კონტროლი სწორ ექსპლუატაციაზე
** ხარისხის მენეჯერის მიერ მითითებული ხარვეზების დროული გამოსწორება
** მასალების რაციონალურად ხარჯვის და ნაშთის კონტროლი
** ყალიბის საინჟინრო ჯგუფთან კომუნიკაცია და ერთობრივი კონტროლი ყალიბის მოწყობის ხარისხზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო-საინჟინრო სპეციალობის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო ნორმების და სტანდარტების ცოდნა, ArchiCAD-ისა და AutoCAD-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა, Revit ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
** ლოგიკურ - ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოგზავნოთ: mshenebeli2029@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სამშენებლო ობიექტის სამუშაოთა მწარმოებელი". აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია