|
დასახელება:
ადმინისტრაციული მძღოლი
|
| მომწოდებელი:
მიდეა
|
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების
განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს "ემტექნიკსი" - ბრენდი "Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
შპს "ემტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მძღოლის პოზიციაზე თბილისში - დიდი დიღომი ფარსადანის #7
ფუნქცია-მოვალეობები:
** ოფიციალური წერილების, დოკუმენტებისა და ამანათების დროული წაღება/მოტანა;
** თანამშრომლების ტრანსპორტირება საჭიროებისამებრ;
** სტუმრის დახვედრა და გადაადგილების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში მცირე ტექნიკის ტრანსპორტირება;
** ოფისის ინვენტარისა და სახარჯი მასალების შესაძენად შესაბამისი თანამშრომლის; გადაადგილება/ თავად შეძენა
ძირითადი მოთხოვნები:
** აპლიკანტი იყოს 25 წელს ზემოთ (დაზღვევის მიზნებიდან გამომდინარე);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა 5 წლიანი გამოცდილებით (მექანიკა);
** ნასამართლეობის/ნარკოლოგიურის ცნობები;
ანაზღაურება:
** ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი;
** კვების ანაზღაურება დღიური 7 ლარი;
** დაზღვევა;
სამუშაო გრაფიკი:
კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00 სთ დან 18:00 სთ მდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@midea.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591960129 2026 წლის 15 მაისამდე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
გასაუბრება.
მოგახსენებთ, რომ შპს "ემტექნიკსი" დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოუცლობით და მასშტაბით რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. შპს "ემეტქნიკსი"-ს მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით შპს "ემტექნიკსი"-ს მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტური პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით.
მოგახსენებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ, ამასთანავე ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. აღნიშნულისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@midea.ge, ან დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე: 0322 52 43 43;
გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
|
|
|
|