|
დასახელება:
სადილერო გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ავტო იმპორტ ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 01 ივნისი
|
"Auto Import Georgia" წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტიორ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ავტომობილების შემოყვანას მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან საქართველოში. კომპანია ასევე ოპერირებს ექსპორტისა და რეექსპორტის მიმართულებით.
ძირითადი ბაზრებია: ამერიკა, კორეა, იაპონია, ევროპა და ჩინეთი.
2018 წლიდან კომპანია არის Autowini-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში — რაც წარმოადგენს კორეული მეორადი ავტომობილების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ონლაინ პლატფორმას მსოფლიოში.
კომპანია ოპერირებს როგორც B2C, ასევე B2B გაყიდვების მიმართულებით.
ჩვენი უპირატესობები:
** სამხრეთ კორეიდან ავტომობილების იმპორტში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საქართველოში
** საერთაშორისო პარტნიორული ქსელი და სტაბილური მიწოდების არხები
** ოფიციალური წარმომადგენლობა Autowini პლატფორმაზე
ძირითადი მოვალეობები:
** დილერებთან ურთიერთობის მართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება
** ახალი დილერების მოძიება და სადილერო ქსელის გაფართოება
** გაყიდვების გეგმის შესრულება
** დილერების კონსულტაცია ავტომობილების შერჩევისა და იმპორტის პროცესში
** CRM სისტემაში ლიდების მართვა და კონტროლი
** მოლაპარაკებების წარმოება და კომერციული პირობების შეთანხმება
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტული გარემოს შეფასება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (ავტომობილების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** შედეგზე ორიენტირებული აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია)
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას + საბონუსე სისტემას
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** დინამიკურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს
** თანამედროვე სამუშაო ინსტრუმენტებსა და მხარდაჭერას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@aig.com.ge სათაურის ველში მიუთითეთ: "სადილერო გაყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|