Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=718164&print=yes&view=jobs
 
საცალო გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: AMTS
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
კომპანია "AMTS" (მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე თბილისში.

მოვალეობები:

** პროდუქციის კარგი ცოდნა;
** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის გაყიდვა;
** გაყიდული პროდუქციის საბუთების წარმოება კომპანიის ელექტრონულ პროგრამაში;
** საცალო საწყობის ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** საცალო მაღაზიის თაროებზე პროდუქციის განლაგება და წესრიგის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება სამედიცინო ან ფარმაცევტულ სფეროში;
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება (აფთიაქში ან სამედიცინო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** სასურველია უცხო ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** 3 თვე ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი;
** შემდეგ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge-ზე. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია