Робота для біженців з України
საწყობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯიესენი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
ჯორჯიან სერვის ნეთვორქი (GSN) რომელიც 2011 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში.

კომპანია არის POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორი ქართულ ბაზარზე. გარდა ამისა ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სალარო აპარატებს, შტრიხკოდ სკანერს, ფულის უჯრას, ელექტრონულ სასწორს, ფულის მთვლელს, ფულის დეტექტორს და ა.შ. 
კომპანიას აქვს 15 ფილიალი საქართველოს ყველა რეგიონში. სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდს http://www.gsn.ge

"GSN" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.



სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N 45

სამუშო გრაფიკი: კვირაში 5 დღე.
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა



ძირითადი მოვალეობები:



** ოფისების მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციების მათსავე პროგრამულ ნაშთებთან შედარება, ცდომილებების აღმოჩენა და გასწორება.
** გასაყიდი და სერვისისთვის საჭირო პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, შენახვა, დაცლა და დასაწყობება, ფილიალებში გადანაწილება.
** გასაყიდი და სერვისისთვის საჭირო პროდუქციის თანამშრომლებზე/ოფისებზე გაწერა
** მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა და მის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებაზე ზრუნვა.
** პროდუქციის პერიოდული ინვენტარიზაცია და კონტროლი.
** სხვადასხვა რეპორტის მომზადება.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა საქმიანობის შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მინ. ერთ წლიანი ლოჯისტიკის/სასაწყობო მიმართულებით

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა




დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsn.ge არაუგვიანეს 15 მაისისა და ელფოსტის სათაურში მიუთითოთ სახელწოდება - "საწყობის სპეციალისტი".

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორქი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე