Робота для біженців з України
მოსაკრებლის ადმინისტრირების სამსახურის მთავარი ინსპექტორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოსაკრებლის ადმინისტრირების სამსახურის მთავარი ინსპექტორი
მომწოდებელი: სანდასუფთავება
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
შპს "სანდასუფთავება" აცხადებს ვაკანსიას მოსაკრებლის ადმინისტრირების სამსახურის მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე.

კონკურსის ტიპი: გასაუბრება
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ივანე ჯავახიშვილის ქ. №55
ვაკანსიების რაოდენობა: 3
თანამდებობრივი სარგო: 2610 ლარი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 08.05.2026წ

ძირითადი ფუნქციები:

** დასუფთავების მოსაკრებლის აბონენტების (ფიზიკური და იურიდიული პირები) რეგისტრაცია, იდენტიფიცირება და კატეგორიზაცია;
** აბონენტთა მონაცემების შექმნა და განახლება;
** მოსაკრებლის დარიცხვის, გადახდისა და დავალიანების მონიტორინგი;
** მონაცემების დამუშავება და ანგარიშების მომზადება;
** პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** სამსახურისთვის დაკისრებული ფუნქციების დროული და ხარისხიანი შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);
** სამუშაო გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ (მუხლები: 1-5, 121) საქართველოს კანონი მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის №1 დადგენილება; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის "ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ" ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის N49 დადგენილება.)

კომპიუტერული უნარები:

** Microsoft Word - კარგი
** Microsoft Excel - კარგი
** Microsoft PowerPoint - კარგი
** სხვა კომპიუტერული პროგრამების გამოყენების უნარი

დამატებითი მოთხოვნები: სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (A1 დონე);

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაცია;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და კომპლექსური აზროვნება;
** დროის მართვა და ორგანიზება;
** ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
** ინიციატივის გამოვლენა და ცვლილებების მართვა.

კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტები:

** განცხადება;
** CV;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;

შერჩევის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

დამატებითი მოთხოვნები შერჩეული კანდიდატისთვის:

შერჩევის შემთხვევაში კანდიდატმა 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს:

** ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
** ნარკოლოგიური შემოწმებისა და აღრიცხვიანობის ცნობები;

გადაწყვეტილების მიღება:

განაცხადების მიღება დასრულდება მ/წ 08 მაისს, ხოლო განაცხადების გადარჩევა განხორციელდება მ/წ 15 მაისამდე პერიოდში. აღნიშნულის შემდეგ განისაზღვრება გასაუბრების თარიღი, რის შესახებაც პრეტენდენტები ინფორმირებულნი იქნებიან და მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მის: ქ. ბათუმი, ადლიის ქ#167;
ტელ: 577695959, 0422247020, 0422242000 (09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე)
ელ.ფოსტა: sandasuftavebabatumi@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე