Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=717999&print=yes&view=jobs
 
უნივერსალი მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალი მზარეული
მომწოდებელი: ფრანგული კაფე და საცხობი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
კომპანია "ფრანგული კაფე და საცხობი" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: უნივერსალი მზარეული.

ძირითადი მოვალეობები:

** ცივი, ცხელი, საცხობი კერძების დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად მომზადება;
** პროდუქტის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** კერძების მომზადების პროცესში ტექნოლოგიური სტანდარტის დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საჭირო უნარები:

** სასურველია მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 5/2 სამუშაო განაკვეთი
** ანაზღაურება: 1800 ლარი
** სამუშაო ადგილი: ლეო კვაჭაძის ქ. 19 (ლისის ტბის მიმდებარედ), ქ. თბილისი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე:frenchcafe@frenchcafebakery.com ან დაგვირეკეთ + 995 555 638 460
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია