|
დასახელება:
მომმარაგებელი
|
| მომწოდებელი:
ეარფუდი
|
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
"ეარფუდი" აცხადებს ვაკანსიას მომმარაგებლის პოზიციაზე
ანაზღაურება და ბენეფიტები:
** ხელფასი: ფიქსირებული 1000 ლარი
** ბონუსი: 3-თვიანი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ, დაგემატებათ საბონუსე სისტემა;
** კვება: თანამშრომლებისთვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება;
** ტრანსპორტირება: კომპანია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას ქ. ქუთაისიდან აეროპორტამდე.
სამუშაო გრაფიკი:
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** განრიგი: კვირაში 5 დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება და მითვლა დისტრიბუტორთან ერთად;
** მიღებული პროდუქციის სწორი დასაწყობება;
** საწყობის მოწესრიგება და არსებული სტანდარტების დაცვა;
** მარაგების მუდმივი კონტროლი და საჭიროებისამებრ პროდუქციის შევსება;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
უნარ-ჩვევები:
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურობა;
** სწრაფ სამუშაო რეჟიმთან ადაპტაციის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@airfood.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება და გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|