Робота для біженців з України
საკომუნიკაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკომუნიკაციო მენეჯერი
მომწოდებელი: ბენე კომფორტი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"ბენე კომფორტი" უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.

ბენე კომფორტის მრავალფეროვანი პორტფელი 60-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საკომუნიკაციო მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** შემომავალი ზარების მიღება და მობინადრეების მოთხოვნების დაფიქსირება
** პრობლემების, საჩივრებისა და შეკითხვების სწრაფი დამუშავება
** ინფორმაციის მიწოდება კომპლექსის სერვისების, წესების და მიმდინარე სამუშაოების შესახებ
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება (მობინადრეებთან, ტექნიკურ გუნდთან, კონტრაქტორებთან)
** საკითხების გადამისამართება შესაბამის სამსახურში (ტექნიკური, დასუფთავება, უსაფრთხოება და ა.შ.)
** მიღებული მოთხოვნების მონიტორინგი და შესრულების კონტროლი
** კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება (მაგ. ავარია, წყლის/დენის პრობლემა)
** პერიოდული ანგარიშგების მომზადება (ზარების რაოდენობა, ტიპები, რეაგირების დრო)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მომსახურების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (სასურველია რუსული ენის ცოდნა);

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
** სამუშაო ადგილი - თბილისი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@benec.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საკომუნიკაციო მენეჯერი". კომპანია "ბენე კომფორტი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტი" - ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პინქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე