|
დასახელება:
ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სქაიტელი
|
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.
შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას რადიო ქსელის მომსახურების განყოფილების ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
დასაქმების ადგილი - თბილისი
დაქვემდებარება - რადიო ქსელის მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელი
ანაზღაურება - ფიქს. ხელფასი 2000 - 2500 ლარი (კომპეტენციის შესაბამისად)
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი - პარასკევი 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე (შესვენება 1 სთ)
დამატებით სარგებელი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** 50% ფასდაკლება კომპანიის სერვისზე
** FitPass
** ავტომობილის დაზღვევის კორპ. პირობები
ფუნქცია - მოვალეობები:
** საბაზო სადგურების მომსახურების კონტროლი;
** ტექნიკურ საკითხებში განყოფილების თანამშრომლების კონსულტირება/დახმარება;
** საჭიროების შემთხვევაში საბაზო სადგურებზე მომსახურების ჯგუფებთან ერთობლივი ვიზიტი, რომლის მიზანია ჯგუფის წევრებთან სხვადასხვა ტიპის აპარატურის ინსტალაცია/კონფიგურაციის სტანდარტების მოკლე ტრენინგის ჩატარება პრაქტიკული სამუშაოების თანხლებით;
** ქსელში დაზიანებაზე მყისიერი რეაგირება, დაზიანების გამომწვევი მიზეზის განსაზღვრა, რეგლამენტირებულ ვადებში დაზიანების აღმოფხვრა;
** ქსელში ჩასატარებელი სამუშაოების დაგეგმარება, ჯგუფების ინსტრუქტირება;
** განყოფილების მუშაობის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შედგენა;
** ქსელის განვითარების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
** ანალიზი ქსელში არსებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა;
** ქსელში აღმოჩენილი პრობლემების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** აპარატურის სტანდარტების დაცვით მონტაჟი;
** სათადარიგო ნაწილების რაოდენობის განსაზღვრა სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით და მათი შეკვეთა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასება, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგების ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის მიმართულებით
** სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კავშირგაბმულობის მიმართულებით.
** სასურველია გამოცდილება ქსელის მომსახურების კუთხით.
** რადიო-სარელეო სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა.
** IP ქსელის ცოდნა საბაზისო დონეზე
უნარები და შესაძლებლობები:
** სამუშაოს დაგეგმვის უნარი
** ანალიზის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** ტექნიკური საშუალებების გამოყენება
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
თუ ეთანხმდებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და დასაქმების ადგილი - "რადიო ქსელის მომსახურების განყოფილების ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერი"
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|