Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: მისო MJC კრედიტი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი;
გრაფიკი: 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი
საწყისი ანაზღაურება: 1400 ლარი +

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკისა და ოქროს ლომბარდთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება;
** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების შესრულება;
** გზავნილის ოპერაციების შესრულება
** შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და პროგრამული სისტემაში ასახვა;
** ხელშეკრულებებისა და ძვირფასეულობის შეფასების აქტების გაფორმება;
** სალაროს ოპერაციების წარმოება და კონტროლი;

მოთხოვნები:

** სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ მეილზე - Hr@mjc.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე