Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=717965&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: კონტეინერი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
აუთლეტ-ჰიპერმარკეტი "კონტეინერი/Container" წარმოადგენს უნიკალურ ბრენდს, რომლის სავაჭრო სივრცეში ხელმისაწვდომია მაღალი ხარისხის აუთლეტ პროდუქცია, შემდეგი მიმართულებით: ავეჯი, ტექსტილი, ეზოსა და სახლის აქსესუარები, საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები და თავის მოვლის საშუალებები.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, ვინც ყურადღებით შეურჩევს მომხმარებლებს პროდუქციას და მოუმზადებს ტრანსპორტირებისთვის.

ლოკაცია: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის #54
გრაფიკი: 10:00-18:00/14:00-22:00 (1 საათი შესვენება) (დასვენება 2 დღე)
საშუალო ანაზღაურება: 1000-1200 NET + ბონუსი.

ბენეფიტები:

** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
** Fitpass

აუცილებელი მოთხოვნა:

** უცხო ენა სასაუბრო დონეზე;

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, საჭიროების დადგენა...;
** მაღაზიაში წესრიგის, რაოდენობების და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** გაყიდული პროდუქციის მომზადება ტრანსპორტირებისთვის;
** აღწერებში მონაწილეობა;

თუ გსურთ შემოუერთდეთ გაყიდვების სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - hr@doki.ge და subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია