Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=717964&print=yes&view=jobs
 
საწყობის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"ალტა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საწყობის მენეჯერი.

"ალტა" არის ლიდერი კომპანია საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.

"ალტა" არის ლიდერი კომპანია საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** მიღება-გაცემის პროცესების კოორდინაცია და კონტროლი;
** ინვენტარიზაციის ორგანიზება, მონიტორინგი;
** მაღაზიებთან კოორდინაცია პროდუქციის დროული მიწოდებისთვის;
** საქონლის შენახვა-დასაწყობების, სტანდარტიზირებული განთავსების, (FIFO/FEFO პრინციპების დაცვით), მოვლის სტანდარტების შემუშავება/დანერგვა;
** სეზონური pick-up პერიოდების მართვა;
** თანამშრომლების მიერ სანიტარული ნორმების და წესრიგის დაცვის კონტროლი, საწყობის ტერიტორიის დალაგების და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებული შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
** საწყობის ტერიტორიაზე მანქანების მოძრაობის კონტროლი;
** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების დაცვის კონტროლი და საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამოცდილება ინვენტარიზაციის განხორცილებეაში;
** WMS (Warehouse Management System) სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** Microsoft Excel-ს ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურობა და ლიდერული თვისებები;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:

https://hel-ai.com/apply/8pzfceEc
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია