|
დასახელება:
IFRS რეპორტინგის ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
m²
|
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია "m²"-ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით "m²"-ის გუნდს!
კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას IFRS რეპორტინგის ოფიცრის პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ:
როგორც რეპორტინგის გუნდის წევრი, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ m²-ის ფინანსური ანგარიშგების ყველა ასპექტში - ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებისა და ათობით კომპანიის კონსოლიდაცის გზით. იმუშავებთ ფინანსური ანგარიშგების ხელმძღვანელთან და გუნდის სხვა წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობით და მონაწილეობას მიიღებთ შემდეგ პროცესებში:
** წლიური აუდიტის პროცესის კოორდინაცია და კომუნიკაცია გარე აუდიტორებთან;
** ფინანსური ანგარიშგებებისა და რეპორტების მომზადება სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის, მათ შორის ობლიგაციის მფლობელებისა და Georgia Capital-ისთვის (m²-ის დედა კომპანია);
** თვის, კვარტლის და წლის დახურვის პროცესების მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა; (ACCA-ის ნაწილობრივი კვალიფიკაცია ჩაითვლება უპირატესობად).
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიტიკის, რეპორტინგის ან/და მსგავსი მიმართულებით;
** უდიტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოტივირებული, მიზანდასახული და დამოუკიდებლად მოაზროვნე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ეფექტურად მუშაობის უნარი შეზღუდული ვადების პირობებში;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 30 მაისამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "IFRS Reporting Officer".
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|