|
დასახელება:
გენეტიკური ლაბორატორიის წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
ლაბორატორია
|
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
გენეტიკური ლაბორატორიის წარმომადგენელი
საერთაშორისო პარტნიორთან ერთად საქართველოში მოქმედი ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას გენეტიკური ლაბორატორიის წარმომადგენლის პოზიციაზე.
პოზიცია დაკავშირებულია გენეტიკური დიაგნოსტიკის მიმართულების განვითარებასთან საქართველოში.
პოზიციის აღწერა:
კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება ექიმებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის განვითარებაზე და გენეტიკური ტესტირების სერვისების დანერგვა/გაფართოებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ექიმების, კლინიკებისა და სამედიცინო ცენტრების რეგულარული ვიზიტი
** გენეტიკური ტესტირების სერვისების პრეზენტაცია
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება
** კლინიკურ ქეისებზე კომუნიკაცია და ტესტის შერჩევაში დახმარება
** ახალი ექიმებისა და პარტნიორების მოძიება
** საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზება
** ბაზრის მონიტორინგი და უკუკავშირის შეგროვება
** აქტივობისა და შედეგების რეპორტინგი
მოთხოვნები:
** სამედიცინო / ფარმაცევტული / ბიოლოგიური განათლება (პრიორიტეტი)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (პრიორიტეტი)
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
** თვითორგანიზაცია და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** ინგლისური ენის ცოდნა
რას გთავაზობთ:
** მუშაობა საერთაშორისო პარტნიორთან გენეტიკის სფეროში
** ინოვაციური და მზარდი მიმართულება
** კონკურენტული ანაზღაურება + ბონუს სისტემა
** პროფესიული განვითარება
** დინამიკური სამუშაო გარემო
ლოკაცია: თბილისი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ CV: geoffice3@gmail.com
|
|
|
|