Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=717935&print=yes&view=jobs
 
გენეტიკური ლაბორატორიის წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენეტიკური ლაბორატორიის წარმომადგენელი
მომწოდებელი: ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
გენეტიკური ლაბორატორიის წარმომადგენელი
საერთაშორისო პარტნიორთან ერთად საქართველოში მოქმედი ლაბორატორია
აცხადებს ვაკანსიას გენეტიკური ლაბორატორიის წარმომადგენლის პოზიციაზე.

პოზიცია დაკავშირებულია გენეტიკური დიაგნოსტიკის მიმართულების განვითარებასთან საქართველოში.

პოზიციის აღწერა:

კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება ექიმებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის განვითარებაზე და გენეტიკური ტესტირების სერვისების დანერგვა/გაფართოებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ექიმების, კლინიკებისა და სამედიცინო ცენტრების რეგულარული ვიზიტი
** გენეტიკური ტესტირების სერვისების პრეზენტაცია
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება
** კლინიკურ ქეისებზე კომუნიკაცია და ტესტის შერჩევაში დახმარება
** ახალი ექიმებისა და პარტნიორების მოძიება
** საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზება
** ბაზრის მონიტორინგი და უკუკავშირის შეგროვება
** აქტივობისა და შედეგების რეპორტინგი

მოთხოვნები:

** სამედიცინო / ფარმაცევტული / ბიოლოგიური განათლება (პრიორიტეტი)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (პრიორიტეტი)
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
** თვითორგანიზაცია და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** ინგლისური ენის ცოდნა

რას გთავაზობთ:

** მუშაობა საერთაშორისო პარტნიორთან გენეტიკის სფეროში
** ინოვაციური და მზარდი მიმართულება
** კონკურენტული ანაზღაურება + ბონუს სისტემა
** პროფესიული განვითარება
** დინამიკური სამუშაო გარემო

ლოკაცია: თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ CV: geoffice3@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია