Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "ასპ-გრუპი" 25 წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს ქართულ საავტომობილო ბაზარზე.

კომპანიის ძირითადი მიმართულებები მოიცავს: სატვირთო ავტომობილების, სპეც-დანიშნულების ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო ტექნიკის, სოფლის მეურნეობის ტექნიკის რეალიზაციას და შემდგომ სერვისულ მომსახურებას.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/

კომპანიის Facebook-გვერდი:

https://www.facebook.com/aspgroupge
https://www.facebook.com/AspGroupAuto
https://www.facebook.com/ConstructionAspGroup
https://www.facebook.com/AspHydraulicHouse

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი N3.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2 სამუშაო დღე (სამშაბათი, პარასკევი)
ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ მარეგულირებელ ნორმებთან და წესებთან კომპანიის პროცესების შესაბამისობაში მოყვანა და სრული მომსახურების გაწევა;
** ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის სტანდარტების შესაბამისად შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
** ობიექტზე შრომის უსაფრთხოების სისტემის და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროცედურის დაცულობის უზრუნველყოფა;
** შრომის უსაფრთხოების საკითხებზე შესაბამისი სწავლება/ინსტრუქტაჟის ჩატარება შემუშავებული გრაფიკების მიხედვით;
** საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება, საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა/გატარება, დოკუმენტირება და პერიოდული გადახედვა;
** შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კონონით გათვალისწინებული
სხვა ღონისძიებების გატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სრული აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის/ნორმატიული/სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

კომპანიას, წარმატებით აქვს გავლილი ISO 14001 და ISO 45001 სტანდარტების სერტიფიცირება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სერტიფიკატი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2026 წლის 30 მაისამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე