Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=717650&print=yes&view=jobs
 
Hard Collection ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Hard Collection ოფიცერი
მომწოდებელი: Premium Leasing
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
"პრემიუმ ლიზინგი" საერთაშორისო ჯგუფში "4 finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"4 finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდზე: https://pl.ge/ka

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას Hard Collection ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ვადაგადაცილებულ კლიენტებთან ადგილზე ვიზიტების განხორციელება;
** პრობლემურ მსესხებლებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება დავალიანების დაფარვის ან/და რესტრუქტურიზაციის მიზნით;
** საჭიროებისამებრ, ავტომობილების მოძიება, იდენტიფიკაცია და დაბრუნების პროცესის ორგანიზება;
** ავტომობილის წამოყვანა/გადაყვანა კომპანიის მიერ განსაზღვრულ ლოკაციაზე;
** ვიზიტების და ქეისების დეტალური ასახვა CRM სისტემაში;
** შიდა პროცედურებისა და სამართლებრივი მოთხოვნების დაცვა;
** დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
** სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა .

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** პრობლემური აქტივების მართვის, ამოღების (collection) ან/და უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
** Microsoft Office (Excel, Word)- სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** პირად საკუთრებაში არსებული ავტომობილი;
** მოქმედი მართვის მოწმობა;

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს,

** მოტივირებულს და პასუხისმგებლობიანს;
** კომუნიკაბელურს, მოლაპარაკებების ძლიერი უნარებით;
** დახვეწილი საუბრის მანერით და დარწმუნების უნარით;
** შედეგზე ორიენტირებულს;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარით.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი

დამატებით გთავაზობთ:

** საწვავის ხარჯების სრულ დაფინანსებას;
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობისთვის საჭირო ბიუჯეტს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** დინამიკურ და შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებს და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: Hr@premiumleasing.ge

ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - Hard Collection ოფიცერი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29 მაისი, 2026.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 2 50 20 60
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია