Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=717625&print=yes&view=jobs
 
ექიმი რეპროდუქტოლოგის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი რეპროდუქტოლოგის ასისტენტი
მომწოდებელი: Beta Plus Fertility
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
კლინიკა "Beta Plus Fertility" აცხადებს ვაკანსიას ექიმი რეპროდუქტოლოგის ასისტენტის პოზიციაზე (არასრული განაკვეთი, კვირაში სამი დღე) მდებარეობა: თბილისი, საქართველო.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.betaplusfertility.com/

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტების დროულად მიღების უზრუნველყოფა;
** პაციენტის სამედიცინო ისტორიის წარმოება;
** დიაგნოზის დასასმელად საჭირო კვლევებზე პაციენტის გადამისამართება, შესაბამისი დანიშნულების მიცემა მთავარი ექიმის მითითებებისამებრ;
** პაციენტებისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის დროული მიწოდება;
** ექიმის მიერ მოთხოვნილი საჭირო დოკუმენტაციის მოძიება, შეკრება და მიწოდება;
** სამედიცინო პროცედურებში მონაწილეობის მიღება მთავარ ექიმთან ერთად;
** პაციენტების პროცედურების შესახებ ინფორმაციის შესაბამის ფაილში დროული ჩაწერა;
** მკურნალი ექიმის ცვლილების შემთხვევაში, ისტორიის გადმობარება სხვა ექიმისგან;
** კრიტიკული სიტუაციების მართვაში ჩართულობა;
** ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რომელიც ობიექტურად გამომდინარეობის ექიმის ასისტენტის პასუხისმგებელობიდან, დაკავშირებულია ზემოხსენებულ ვალდებულებებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (აუცილებელია).

სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კარიერული განვითარების შესაძლებლობები

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@betaplusnetwork.com

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია: ექიმი რეპროდუქტოლოგის ასისტენტი

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია