|
დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ღვინის კომპანია შილდა
|
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
ღვინის საწარმო ეძებს შემოქმედებით და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის სპეციალისტს.
ვაკანსია: მარკეტინგის მენეჯერი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 10:00-18:30 (დღეში 1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: შეთანხმებით
პოზიცია ითვალისწინებს კომპანიის ბრენდის განვითარებას, ციფრული და ტრადიციული მარკეტინგის ინსტრუმენტების გამოყენებას, ასევე, ღვინის ბაზარზე პროდუქციის წარდგენასა და პოპულარიზაციას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** სოციალური მედიის მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn) — კონტენტის დაგეგმვა,
** ციფრული სარეკლამო კამპანიების (Google Ads, Meta Ads) დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
** ბრენდის ვიზუალური იდენტობის შენარჩუნება და განვითარება;
** ღვინის ბაზრობებსა და ღონისძიებებზე კომპანიის წარდგენა;
** პრეს-მასალების, ბლოგ-პოსტების, სარეკლამო ტექსტების და პრეზენტაციების მომზადება;
** ტრენდული ვიდეო კონტენტის (Reels/TikTok) დაგეგმვა
** ბაზრის ანალიზი, კონკურენტების მონიტორინგი და ტენდენციების თვალყურის დევნება;
** გაყიდვების გუნდთან კოორდინაცია ერთიანი სამარკეტინგო მიდგომის უზრუნველსაყოფად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან მომიჯნავე სფეროში;
** მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
** სოციალური მედიის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების (Google Analytics, Meta Business Suite, SEO) ცოდნა;
** სასურველია: ღვინის ინდუსტრიის ან ს FMCG სექტორის გამოცდილება, ასევე სასურველია Adobe Creative Suite, Canva ან მსგავსი გრაფიკული პროგრამების ცოდნა;
** MS Office-ის კარგი ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** შემოქმედებითი აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტური მართვა;
** სწრაფ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
** ანალიტიკური უნარები და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.
კომპანიაში გელოდებათ სტაბილური სამუშაო გარემო, კეთილგანწყობილი გუნდი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@shilda.com
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — მარკეტინგის მენეჯერი.
|
|
|
|