|
დასახელება:
სასტუმროს მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
დუენდე
|
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
სასტუმრო "დუენდე" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე
"Duende" — უნიკალური, ბუნებაში ჩაფლული და საქართველოში ერთ-ერთი ეკო მეგობრული სასტუმრო — ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და სტუმარზე ორიენტირებულ თანამშრომელს სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე.
თუ გიყვართ სტუმართმოყვარეობის სფერო, კომუნიკაცია ადამიანებთან და გსურთ იმუშაოთ მშვიდ, ბუნებრივ და გამორჩეულ გარემოში — ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.
სამუშაო ადგილი: ლაგოდეხი — სასტუმრო "დუენდე"
სამუშაო გრაფიკი: თვეში 2-კვირიანი სამუშაო გრაფიკი (შიფტური რეჟიმი)
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები
** სტუმრების მიღება, განთავსება და გაცილება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** სტუმრების რეგისტრაცია სისტემაში და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრა;
** სტუმრების ინფორმირება სასტუმროს სერვისების შესახებ და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** პერსონალის კოორდინაცია და დავალებების განაწილება;
** სისუფთავის, ხარისხისა და მომსახურების სტანდარტების კონტროლი;
** სასტუმროს ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა და მონიტორინგი.
ძირითადი მოთხოვნები
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენები ჩაითვლება უპირატესობად);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე და სასტუმროს მართვის პროგრამებთან მუშაობის საბაზისო უნარები.
პიროვნული უნარები:
** კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** თავაზიანობა და სტუმარზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
** სწრაფად რეაგირებისა და ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ:
** მუშაობას გამორჩეულ და ეკოლოგიურად პასუხისმგებელ სასტუმროში;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** ბუნებასთან ახლოს, მშვიდ და შთამაგონებელ სივრცეში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული ზრდისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: Info@duendehotels.com
|
|
|
|