Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=717551&print=yes&view=jobs
 
ზონის მენეჯერი - შეკვეთილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ზონის მენეჯერი
მომწოდებელი: ციცინათელა
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
"ციცინათელა" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გასართობი პარკია, სადაც წარმოდგენილი მრავალფეროვანი ატრაქციონები ყველა ასაკის სტუმარზეა გათვლილი.

"ციცინათელა" ის ადგილია, სადაც პატარები ახალ, ჯადოსნურ თავგადასავლებში ერთვებიან. დიდები კი - ბავშვობაში ბრუნდებიან და იმ დროს მიღებულ ემოციებს კიდევ ერთხელ განიცდიან.

ამ ერთ დიდ ჯადოსნურ თავგადასავალში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ზონის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნატანები (შეკვეთილი), გასართობი
** ანაზღაურება: 1500₾ (NET)
** დასაქმების ტიპი: სეზონური;

ძირითადი მოვალეობები:

** ზონაში მიმდინარე პროცესების მუდმივი მონიტორინგი და ოპერაციული კონტროლი;
** პრობლემების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ოპერატიული ჩართვა;
** ატრაქციონებისა და სამუშაო სივრცეების სისუფთავისა და მოწესრიგებულობის კონტროლი;
** ტექნიკური ხარვეზების დაფიქსირება და მათი დროული აღმოფხვრის პროცესის მონიტორინგი;
** ოპერატორების დისციპლინის კონტროლი (სამუშაოზე დროულად გამოცხადება, უნიფორმის ტარება და შიდა წესების დაცვა);
** სამუშაო სივრცეში კვების, მოწევის ან არასათანადო ნივთების განთავსების პრევენცია;
** პარკის ტერიტორიაზე არასათანადო ადგილებში განთავსებული ინვენტარის (საწმენდი საშუალებები და სხვა) დროული იდენტიფიცირება და მოწესრიგება;
** სამუშაო დღის განმავლობაში გამოვლენილი პრობლემების აღრიცხვა და ერთიან რეპორტში ფორმირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სერვისის სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** პროცესებისა და გუნდის მართვის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** დისციპლინა და ობიექტურობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) hr@bsa.gov.ge ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე 598848450. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შპს "სთარინგ ჯორჯია"-ს მონაცემთა ბაზაში ინახება არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი განაცხადის განხილვისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ შპს "სთარინგ ჯორჯია"-სთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ აღნიშნული მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაცემულ იქნას ან/და დამუშავდეს ზემოაღნიშნული მიზნებისთვის.

აღნიშნულ პირობებზე თანხმობა წარმოადგენს თქვენი კანდიდატურის განხილვის აუცილებელ წინაპირობას.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია