|
დასახელება:
მოლარე
|
| მომწოდებელი:
ციცინათელა
|
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
"ციცინათელა" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გასართობი პარკია, სადაც წარმოდგენილი მრავალფეროვანი ატრაქციონები ყველა ასაკის სტუმარზეა გათვლილი.
"ციცინათელა" ის ადგილია, სადაც პატარები ახალ, ჯადოსნურ თავგადასავლებში ერთვებიან. დიდები კი - ბავშვობაში ბრუნდებიან და იმ დროს მიღებულ ემოციებს კიდევ ერთხელ განიცდიან.
ამ ერთ დიდ ჯადოსნურ თავგადასავალში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მოლარის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ლოკაცია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნატანები (შეკვეთილი), გასართობი პარკი "ციცინათელა";
** ანაზღაურება: 1000 ლარი (NET)
** დასაქმების ტიპი: სეზონური;
ძირითადი მოვალეობები:
** სალარო აპარატებთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა;
** ნაღდი ფულის მიღება/გაცემა და ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა;
** კომპანიის ბარათებისა და პროდუქტების რეალიზაცია;
** სალაროს ნაშთებისა და ოპერაციების სისწორის კონტროლი;
** ვიზიტორების მომსახურება და ინფორმაციის მიწოდება;
** შიდა რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) hr@bsa.gov.ge ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე 598848450. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შპს "სთარინგ ჯორჯია"-ს მონაცემთა ბაზაში ინახება არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი განაცხადის განხილვისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, რომ შპს "სთარინგ ჯორჯია"-სთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ აღნიშნული მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაცემულ იქნას ან/და დამუშავდეს ზემოაღნიშნული მიზნებისთვის.
აღნიშნულ პირობებზე თანხმობა წარმოადგენს თქვენი კანდიდატურის განხილვის აუცილებელ წინაპირობას.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|