Робота для біженців з України
მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი - გერმანულენოვანი - სრული განაკვეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი - გერმანულენოვანი
მომწოდებელი: ამელიკა
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
ჩვენ, კომპანია "Amelika LLC" ვეძებთ თანამშრომელს სრულ განაკვეთზე ერთ-ერთი მსხვილი კლიენტის ონლაინ მაღაზიის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდში.

მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი (სრული განაკვეთი)

ჩვენს შესახებ:

კომპანია "ამელიკა" 2022 წელს თბილისში დაარსდა მისი გერმანელი მმართველი დირექტორის, თორსტენ ტოპფერის მიერ. დღესდღეობით ჩვენი გუნდი 7 ადამიანისგან შედგება. ჩვენ ვართ ახალგაზრდა გუნდი თანამედროვე კორპორატიული კულტურით, ბრტყელი იერარქიითა და მუშაობის გერმანული სისტემით. ამჟამად ვმუშაობთ სხვადასხვა გერმანულ კომპანიასთან და ახლა ვეძებთ თანამშრომელს გერმანული ონლაინ მაღაზიისთვის.

ჩვენი მოთხოვნები:

შენ ხარ შესაფერისი კანდიდატი, თუ:

** ფლობ გერმანულ ენას უმაღლეს დონეზე (მინიმუმ B2);
** ხარ ტიპური "Allrounder"-ი და "Digital Native" — გაქვს სურვილი, აიღო პასუხისმგებლობა მომხმარებელთა მომსახურებასა და "შენი" ონლაინ მაღაზიის სხვა მომიჯნავე სფეროებზე;
** გაინტერესებს ონლაინ მაღაზიის პროცესები და შეგიძლია მომხმარებლების მხარდაჭერა როგორც ელ-ფოსტით, ასევე ტელეფონით;
** გაქვს ამბიცია, შეისწავლო დამატებითი ფუნქციები (მაგალითად: შეკვეთების დამუშავება და პროდუქციის მართვა);
** გსიამოვნებს ახალი რაღაცების სწავლა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;
** ამჟამად მაღაზიის ERP-სისტემა განახლების პროცესშია. საწყის ეტაპზე დაგვჭირდება შენი დახმარება, რაც საშუალებას მოგცემს, საფუძვლიანად შეისწავლო ახალი სისტემა.

რას გთავაზობთ:

** თანამედროვე სამუშაო სივრცეს თბილისის ცენტრში;
** მიმზიდველ ანაზღაურებას, შენი პასუხისმგებლობის შესაბამისად;
** World Class ფიტნეს ცენტრის აბონემენტს (გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ);
** კომფორტულ სამუშაო საათებს (დღის განმავლობაში 8 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
** სასიამოვნო და მეგობრულ გუნდს, რომელიც შედგება გერმანულენოვანი (და ქართველი) კოლეგებისგან;
** შესაძლებლობას, კიდევ უფრო განავითარო წარმატებული კვების პროდუქტების ონლაინ მაღაზია (მაგ: პროტეინები, სახამებელი და მინერალები).

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@amelikasolutions.com სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე