Робота для біженців з України
პროექტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტ მენეჯერი
მომწოდებელი: Sparsis
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია "Sparsis" ეძებს გამოცდილ და ინიციატივიამ პროექტ მენეჯერს მარკეტინგულ სფეროში სამუშაოდ. თქვენ იმუშავებთ საქართველოს ბაზარზე არსებულ მსხვილ ბრენდებთან და უხელმძღვანელებთ მათ მარკეტინგულ პროექტებს.

თუ გიყვარს მარკეტინგი და დინამიური სამუშაო სივრცე, ასევე, გაქვს პროექტების მენეჯმენტის გამოცდილება, ფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს - ეს ვაკანსია შენთვისაა.

შენ მოგეთხოვება:

** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** მარკეტინგული პროექტების მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ციფრულ მარკეტინგულ ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება (Meta, Google)
** ერთდროულად რამოდენიმე პროექტზე მუშაობის გამოცდილება
** ანალიტიკური აზროვნება და ორგანიზებულობა
** დამკვეთთან ურთიერთობის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოს და მშვიდ სამუშაო სივრცეს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას
** საინტერესო პროექტებში მუშაობის შესაძლებლობას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@sparsisagency.com და ველში "subject" მიუთითეთ "Project Manager".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე