Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ივ როშე
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
"ივ როშე" მსოფლიოში აღიარებული ფრანგული ბრენდია, რომელიც უკვე ათწლეულებია მცენარეული კოსმეტიკის მეშვეობით ზრუნავს სილამაზესა და ბუნებაზე. ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება, ამიტომ ვეძებთ პოზიტიურ და მოტივირებულ ადამიანებს, ვისთვისაც სილამაზის სფერო მნიშვნელოვანია.

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "Yves Rocher Georgia - ივ როშე" აცხადებს ვაკანსიას თბილისისა და ბათუმის ფილიალებში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო პოზიცია: მოლარე-კონსულტანტი
** სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, ცვლებში
** ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები) + მოქნილი საბონუსე სისტემა
** სამუშაო ადგილი: თბილისი ან ბათუმი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი და მაღალხარისხიანი მომსახურება
** მომხმარებლის საჭიროებების გარკვევა და მათზე მორგებული რჩევების მიცემა
** გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა და მხარდაჭერა
** სწორი და უშეცდომო სალარო ოპერაციების წარმოება
** პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

**პროფესიული ან უმაღლესი განათლება
** უცხო ენების (ინგლისური/რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
**გაყიდვების პრინციპებისა და მერჩენდაიზინგის საფუძვლების ცოდნა
** ნაღდი ფულის შენახვა-გაცემისა და ანგარიშსწორების ფორმების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალობა
** მოწესრიგებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@floreal.com.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ: "თბილისი" ან "ბათუმი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე