Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=717433&print=yes&view=jobs
 
საქველმოქმედო ფონდის მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქველმოქმედო ფონდის მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ჩერნოვეცკის ფონდი
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი აცხადებს ვაკანსიას საქველმოქმედო ფონდის მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სრული სამუშაო განაკვეთი, მუშაობა ოფისში
ხელფასი: 3000 ლარი თვეში

მოვალეობები:

** პირველად დოკუმენტაციასთან მუშაობა (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები) შემოსავლების სამსახურის პორტალზე, მიღება-ჩაბარების აქტები, კონტროლი;
** საგადასახადო ანგარიშგების მომზადება;
** ხელფასების დაანგარიშება და დარიცხვა;
** ოპერაციების გატარება 1C პროგრამაში;
** საბანკო ამონაწერებთან მუშაობა, კონტროლი;
** კონტრაგენტებთან შედარება, კონტროლი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ფონდის ვებგვერდის ადმინისტრაციულ პანელთან მუშაობა;
** ინკასაციის დოკუმენტების გაფორმება.

მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:

** უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში;
** ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
** დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღება და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ქართული და რუსული ენების ცოდნა;
** აუდიტის გავლის გამოცდილება.

როგორ მოგვმართოთ:

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ჩვენი კადრების განყოფილების ელექტრონულ მისამართზე mydreamwork999@gmail.com და წერილის სათაურში მიუთითეთ "მთავარი ბუღალტერი".

აუცილებლად მიუთითეთ იმ ადგილების და ადამიანების ტელეფონის ნომრები, სადაც მანამდე მუშაობდით. სასურველია დახასიათება ბოლო სამუშაო ადგილიდან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია