Робота для біженців з України
მონიტორინგის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
ორგანიზაცია ეძებს მონიტორინგის თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს კომერციული ობიექტების მონიტორინგს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომერციული ობიექტების მონიტორინგი
** მონაცემების აღრიცხვა
** მონიტორინგის ანგარიშების მომზადება

სამუშაო გრაფიკი:

** სრული განაკვეთი (8 სამუშაო საათი)
** სამუშაო დრო განისაზღვრება ოპერაციული საჭიროებიდან გამომდინარე
** შესაძლებელია ვიზიტები განხორციელდეს დღის სხვადასხვა მონაკვეთში, მათ შორის გვიან საათებში

ვის ვეძებთ:

** მზად არის იმუშაოს სრულ გრაფიკში (მათ შორის საღამოს საათებში)
** პასუხისმგებლობიანი და დეტალებზე ორიენტირებული
** შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და მუშაობა
** აქვს კომუნიკაციის საბაზისო უნარები.

პირობები:

** ანაზღაურება - 1500 ლარი (საცდელი პერიოდის განმავლობაში
** სამსახურებრივი ხარჯების ანაზღაურება (მათ შორის სამგზავრო ბარათი, ყოველდღიური გადაადგილებისთვის)

განაცხადის მიღება:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: teamcareers8@gmail.com

ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი განაცხადის განხილვისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. თქვენი რეზიუმე (CV) ორგანიზაციის მიერ ინახება არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

ორგანიზაციისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ აღნიშნული მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაცემულ იქნას ან/და დამუშავდეს ზემოაღნიშნული მიზნებისთვის.

აღნიშნულ პირობებზე თანხმობა წარმოადგენს თქვენი კანდიდატურის განხილვის აუცილებელ წინაპირობას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე