Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=717429&print=yes&view=jobs
 
საოპერაციო ექთანი/საოპერაციო მედდა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო ექთანი/საოპერაციო მედდა
მომწოდებელი: ახალი მზერა
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
თვალის კლინიკა "ახალი მზერა" აცხადებს საოპერაციო ექთნის/საოპერაციო მედდის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** საექთნო საქმიანობის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით;
** საექთნო მანიპულაციების შესრულება;
** საოპერაციოში ქირურგის ასისტირება;
** იარაღებისა და მასალის წინასასტერილიზაციო მომზადება;
** გამოყენებული ინსტრუმენტების რეცხვა/დეზინფექციისათვის მიღება/დათვლა და შესაბამის დოკუმენტებში აღრიცხვა და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია საექთნო დიპლომი ან შესაბამის მიმართულებაზე სწავლა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** სწრაფი რეაგირების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას;
** თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სერვისებით მგზავრობის 1 წლიან სამგზავრო ბარათს - შესწავლის პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები (CV) ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე info@akhalimzera.ge 2026 წლის 1 ივნისამდე.

აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

სამუშაო განაკვეთი - არასრული სამუშაო განაკვეთი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია