Робота для біженців з України
დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: ქალის ტანსაცმლის შოუ-რუმი
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
ქალის ტანსაცმლის შოუ-რუმი აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე (გაყიდვების მიმართულება).

ლოკაცია: მეტრო რუსთაველი

ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან, ინიციატივიან და შედეგზე ორიენტირებულ სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვების დირექტორის ეფექტურ მხარდაჭერას, აქტიურად ჩაერთვება შოუ-რუმის ოპერაციულ პროცესებში და იმუშავებს კლიენტებთან.

ძირითადი მოვალეობები:

** დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა
** საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება
** კომპანიის თანამშრომლებთან, კლიენტებთან და უცხოელ
** პარტნიორებთან კომუნიკაცია
** დოკუმენტაციისა და ფაილების მოწესრიგება
** შიდა სააღრიცხვო პროგრამის მონიტორინგი
** გაყიდვების პროცესის კონტროლი და პროდუქციის
** პრეზენტაბელურობის უზრუნველყოფა

აუცილებელი მოთხოვნები:

** ასაკი: 25-55 წელი
** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** მომსახურების ან გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენა — B2-C1 დონე
** რუსული ენა — B2-C1 დონე
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ტექნიკური უნარ-ჩვევები

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნება
** დროის ეფექტური მართვა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

პირობები:

** ანაზღაურება (გამოსაცდელი პერიოდი): 1500 ლარი + ბონუსი (%) გაყიდვებიდან
** სამუშაო გრაფიკი: 5/2, 11:00-20:00
** დასვენების დღეები: კვირა და ორშაბათი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსთან ერთად ელფოსტაზე: anat.elegance@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე