|
დასახელება:
შეფ-მზარეული
|
| მომწოდებელი:
რესტორანი ისტორია
|
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
"რესტორანი ისტორია" არის ახალგახსნილი რესტორანი ქალაქის გულში და სთავაზობს სტუმრებს გამორჩეულ გემოს, მაღალ სტანდარტებსა და განსაკუთრებულ გარემოს. ვქმნით ადგილს, სადაც ხარისხი, კომფორტი და სტუმართმოყვარეობა ერთმანეთს ერწყმის. ამჟამად ვაგროვებთ პროფესიონალ და მოტივირებულ გუნდის წევრებს, რომლებიც ჩაერთვებიან ახალი პროექტის შექმნაში და დაგვეხმარებიან განსაკუთრებული გამოცდილების შეთავაზებაში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 2 დღე
ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:
** მენიუს სრული მონიტორინგი;
** რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** კერძების ხარისხისა და სტანდარტიზაციის კონტროლი;
** გუნდის მართვა და დავალებების გადანაწილება;
** სამზარეულოს შეუფერხებელი და გამართული სამუშაო პროცესის წარმართვა;
** ჰიგიენის სტანდარტების დაცვა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** უშუალო უფროსის დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** შეფ-მზარეულის პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული
ჩვენთან დაგხვდებათ:
** მზარდი ანაზღაურება,
** სამედიცინო დაზღვევა,
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა,
ჩვენ ვამუშავებთ, რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.
თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: hr.abanotubanigroup@gmail.com, რეზიუმეს გამოგზავნისას "თანახმა ვარ". ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.
|
|
|
|