Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=717401&print=yes&view=jobs
 
რანერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რანერი
მომწოდებელი: რესტორანი ისტორია
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
"რესტორანი ისტორია" არის ახალგახსნილი რესტორანი ქალაქის გულში და სთავაზობს სტუმრებს გამორჩეულ გემოს, მაღალ სტანდარტებსა და განსაკუთრებულ გარემოს. ვქმნით ადგილს, სადაც ხარისხი, კომფორტი და სტუმართმოყვარეობა ერთმანეთს ერწყმის. ამჟამად ვაგროვებთ პროფესიონალ და მოტივირებულ გუნდის წევრებს, რომლებიც ჩაერთვებიან ახალი პროექტის შექმნაში და დაგვეხმარებიან განსაკუთრებული გამოცდილების შეთავაზებაში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 2 დღე
ანაზღაურება: 1100₾-1300₾ ლარი (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მზა კერძების დროული და სწორი მიწოდება სამზარეულოდან დარბაზში
** მიმტანებთან და სამზარეულოს პერსონალთან კოორდინაცია
** კერძების ვიზუალური და რაოდენობრივი შესაბამისობის შემოწმება
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
** მომსახურების პროცესის დაჩქარება პიკის საათებში
** სტუმრებისადმი თავაზიანი და პროფესიული დამოკიდებულება

აუცილებელი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის (გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** სწრაფი და ორგანიზებული მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი

ჩვენთან დაგხვდებათ:

** მზარდი ანაზღაურება,
** სამედიცინო დაზღვევა,
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა,
** შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა

ასევე, გამოცდილების არქონის შემთხვევაში სტაჟირებისა და ადგილზე სწავლის შესაძლებლობები

ჩვენ ვამუშავებთ, რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.

თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: hr.abanotubanigroup@gmail.com, რეზიუმეს გამოგზავნისას "თანახმა ვარ". ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია