Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=717398&print=yes&view=jobs
 
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: აბანოთუბანი გრუფი
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.

"აბანოთუბანი ჯგუფში" ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კანდიდატებს ბარისტას პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 1 დღე
ანაზღაურება: 1300₾-1500₾ (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება და/ან მიმტანის მიერ აღებული შეკვეთის სწრაფად და ხარისხიანად მომზადება;
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** მოსამზადებელი პროდუქციის კალკულაციის ცოდნა;
** სამზარეულოში ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** პროდუქციის მარაგებისა და ვადების კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ჩვენთან დაგხვდებათ:

** მზარდი ანაზღაურება,
** სამედიცინო დაზღვევა,
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა,
** შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა
** ასევე, გამოცდილების არქონის შემთხვევაში სტაჟირებისა და ადგილზე სწავლის შესაძლებლობები

ჩვენ ვამუშავებთ, რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.

თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: hr.abanotubanigroup@gmail.com, რეზიუმეს გამოგზავნისას "თანახმა ვარ". ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია