Робота для біженців з України
საოპერაციო დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო დირექტორი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე - 09:00 - 18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის განვითარებისთვის ეფექტური საოპერაციო სტრატეგიის შემუშავება;
** საოპერაციო ბიზნეს პროცესების/პროცედურების ჩამოყალიბება, ანალიზი და ოპტიმიზაცია.
** დანერგილი საოპერაციო ბიზნეს პროცესების/პროცედურების ეფექტურობის რეგულარული შეფასება ორგანიზაციული მიზნების შესაბამისად და საჭიროებისამებრ გაუმჯობესება;
** დაქვემდებარებული განყოფილებების საქმიანობების მართვა და მუდმივი მონიტორინგი მაქსიმალური ხარისხობრივი და ფინანსური ეფექტის მისაღწევად;
** საოპერაციო შედეგების ყოველთვიური/კვარტალური ანალიზი და საოპერაციო მაჩვენებლების (KPI) სისტემის ჩამოყალიბება;
** საოპერაციო რისკების ანალიზი და მართვა;
** საოპერაციო დეპარტამენტთან დაკავშირებული პროექტების ხარისხიანად და დროულად დასრულების უზრუნველყოფა;
** ბაზარზე არსებული სიტუაციის მუდმივი ანალიზი და საპასუხო სტრატეგიების დასახვა;
** საოპერაციო მიმართულებით მომწოდებლებთან საქმიანი ურთიერთობის გაუმჯობესება და უკეთესი საოპერაციო და ფინანსური მაჩვენებლების მიღწევა;
** კომპანიის რესურსების, მასალებისა და აღჭურვილობის ეფექტური განაწილება, მონიტორინგი კომპანიის პროდუქტიული ფუნქციონირებისთვის;
** კომპანიაში დადგენილი წესების მიხედვით პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება და მონიტორინგი;
** საოპერაციო დეპარტამენტის ბიუჯეტის შედგენა, შესაბამისი მიმართულების მენეჯერების ჩართულობით;
** ფინანსური ანალიზი და საოპერაციო დეპარტამენტის ბიუჯეტის სწორი განაწილების უზრუნველყოფა;
** კრიზისული სიტუაციების მართვა, მოსალოდნელი გართულებებისა და არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და ბიზნეს უწყვეტობის შენარჩუნება;
** სხვადასხვა ტიპის რეპორტის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით.
** შესყიდვების, ლოჯისტიკის მართვის მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) მაღალ დონეზე ფლობა;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებული;
** ინიციატივიანი.

კომპანიის შეთავაზება

** საინტერესო სამუშაო და კომფორტული სამუშაო გარემო
** კონკურენტული კომპენსაციისა და ბენეფიტების პაკეტი
** ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr930@gmail.com და ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე