|
დასახელება:
სასერტიფიკატო პროგრამა
|
| მომწოდებელი:
UN Women
|
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 11 მაისი
|
|
თანდართული ფაილი:
717340_EPRR_un_women_training_9278948.zip
|
"გაეროს ქალთა ორგანიზაციამ" შექმნა სამ დღიანი სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური რესურსების (HR) და ფინანსურ დეპარტამენტში დასაქმებული თანამშრომლებისთვის გენდერული სახელფასო სხვაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სამუშაო ადგილზე თანაბარი ანაზღაურების პრინციპის დანერგვას.
თუ გაქვთ კითხვები: როგორ გამოითვლება გენდერული სახელფასო სხვაობა? შეიძლება თუ არა ჩემს კომპანიაში გენდერული სახელფასო სხვაობა არსებობდეს? - ეს სასერტიფიკატო პროგრამა ძალიან კარგი შესაძლებლობაა თქვენთვის, რომ ძირეულად შეისწავლოთ ეს საკითხი და კონსულტაცია გაუწიოთ თქვენი კომპანიის მენეჯმენტს ამ მიმართულებით.
სასერტიფიკატო პროგრამა მოიცავს 3 სესიას, მათგან 1 სესია არის თეორიული (ზოგადი), ხოლო 2 -პრაქტიკული. ამასთან პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ დავალებას პროგრამაში მონაწილე კერძო კომპანიებისთვის. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობებია:
სესია 1 - ზოგადი სესია: გენდერული სახელფასო სხვაობა, საქართველოს კანონმდებლობა თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების შესახებ და საერთაშორისო გამოცდილება, თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვის და ანგარიშგების (EPRR) ინსტრუმენტის მნიშვნელობა და ზოგადი მიმოხილვა (21 მაისი, 10:00 საათი - 15:00 საათი)
სესია 2 - პრაქტიკული სესია: თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვის და ანგარიშგების (EPRR) ინსტრუმენტის მნიშვნელობა და დანერგვის გზები, EPRR ინსტრუმენტის მიმოხილვა და პრაქტიკული მუშაობა (28 მაისი, 10:00 საათი - 15:00 საათი)
პრაქტიკული დავალება 1: პროგრამის მონაწილეები მუშაობენ EPRR ინსტრუმენტის შევსებაზე (ბოლო ვადა - 10 ივნისი)
სესია 3 - პრაქტიკული სესია: პროგრამის მონაწილეების მიერ შევსებული EPRR ინსტრუმენტის განხილვა, შეკითხვები და პერსონალური მონაცემების დამუშავება (11 ივნისი, 10:00 საათი - 15:00 საათი)
სესიები ჩატარდება თბილისში ფიზიკურ ფორმატში.
პროგრამის მონაწილეები და მოთხოვნები
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 25 პროფესიონალი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
** მუშაობს კერძო სექტორში (კომპანიაში, რომელსაც ჰყავს მინიმუმ 50 თანამშრომელი);
** აქვს 5 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორის HR ან ფინანსურ დეპარტამენტში;
** იღებს ვალდებულებას, დატესტოს თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვის და ანგარიშგების (EPRR) ინსტრუმენტი კომპანიაში.
** პროგრამაში მონაწილეობას შეძლებს თითო კომპანიიდან მაქსიმუმ 2 წარმომადგენელი.
შენიშვნა:
კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც წარმოადგენენ ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერ კომპანიებს, შერჩევისას მიენიჭებათ უპირატესობა. იმის გადასამოწმებლად, არის თუ არა თქვენი კომპანია ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე, მონიშნოთ "საქართველო" და ძიებაში მიუთითოთ თქვენი კომპანიის სახელი ინგლისურ ენაზე: https://www.weps.org/companies.
აპლიკანტებს, რომლებიც წარმოადგენენ კომპანიების HR და ფინანსურ დეპარტამენტს სტრატეგიულ და საზედამხედველო დონეზე, შერჩევისას მიენიჭებათ უპირატესობა.
აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადაა - 11 მაისი 2026.
სააპლიკაციო ფორმის ლინკი: https://forms.gle/5mvXrjhFqPXbzQhS6
პროგრამაში მონაწილეობა უსასყიდლოა. პროგრამის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ჩამოტვირთეთ თანდართული ინფორმაცია ან გადადით შემდეგ ბმულზე:
https://drive.google.com/file/d/1fHmbTBnI4Q-Oem4qOSlDtLZ4Ja7QzVLA/view?usp=sharing
|
|
|
|