Робота для біженців з України
საცალო გაყიდვების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო გაყიდვების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნავთობკომპანია ქონექთი
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
ნავთობკომპანია "ქონექთი" (Connect) 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ფლობს 140-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს და 2025 წლიდან ოპერირებს საკუთარი ნავთობტერმინალით, რაც იმპორტისა და დისტრიბუციის სრული ციკლის მართვის შესაძლებლობას გვაძლევს.

"ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის საცალო გაყიდვების სტრატეგიის ეფექტურ დაგეგმვასა და განხორციელებას, გაყიდვების ობიექტების ეფექტურ მართვას, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებას და გაყიდვების შედეგების ზრდას.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ;
** ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებიდან გამომდინარე);
** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საცალო გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** საცალო გაყიდვების ზრდა;
** ლოიალობის პროგრამის შემუშავება და დანერგვა;
** გაყიდვების ობიექტების/ფილიალების ეფექტური მართვა;
** გაყიდვების გეგმების დასახვა და შესრულების მონიტორინგი;
** მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესება;
** გაყიდვების მონაცემების ანალიზი და ანგარიშგება;
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტული გარემოს შეფასება;
** მარკეტინგისა და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესი, მარკეტინგი ან დაკავშირებული სფერო);
** მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირება;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
** მოლაპარაკებებისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეconინახება 6 თვის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე