Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=717310&print=yes&view=jobs
 
საბითუმო გაყიდვების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბითუმო გაყიდვების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნავთობკომპანია ქონექთი
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
ნავთობკომპანია "ქონექთი" (Connect) 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ფლობს 140-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს და 2025 წლიდან ოპერირებს საკუთარი ნავთობტერმინალით, რაც იმპორტისა და დისტრიბუციის სრული ციკლის მართვის შესაძლებლობას გვაძლევს.

"ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას საბითუმო გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე, რომელიც რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის ეფექტურ დაგეგმვასა და განხორციელებას, ახალი კლიენტების მოძიებას, არსებული პორტფელის განვითარებას და გაყიდვების შედეგების ზრდას.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ;
** ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებიდან გამომდინარე);
** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბითუმო გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** ახალი კლიენტების მოძიება და არსებული პორტფელის გაფართოება;
** მოლაპარაკებების წარმოება და კონტრაქტების გაფორმება;
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტული გარემოს შეფასება;
** გაყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება;
** ფასების და კომერციული შეთავაზებების შემუშავება;
** კლიენტების კმაყოფილების უზრუნველყოფა და ლოიალობის ზრდა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესი, მარკეტინგი ან დაკავშირებული სფერო);
** მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია საბითუმო მიმართულებით);
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირება;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
** მოლაპარაკებებისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეconინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია