|
დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
IPS Facade
|
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
"IPS Facade" - არის IPS ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც ფასადის მოპირკეთების მიმართულებით 20-მდე ევროპული კომპანიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
"IPS" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმსა და თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქტების შესწავლა;
** წინასწარ განსაზღვრულ სექტორში ავტომობილით გადაადგილება, სამშენებლო ობიექტების შეფასება ობიექტებისთვის საჭირო მასალის სიის განსასაზღვრად
** გეგმის ფორმირება სამშენებლო ობიექტებისთვის
** პოტენციური კლიენტების მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება და კონტროლი;
** ახალი კლიენტების მოძიება, მათთან კონტაქტის დამყარება და პროდუქტის შეთავაზება;
** კომპანიებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება;
** პოტენციურ კლიენტებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება და შემდგომში გაფორმების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია კორპორატიული მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია (საკუთარი ავტომობილი)
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეების რაოდენობა: ხუთი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: info@ips.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
|
|
|
|