|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი
|
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი ცვლებში
სამუშაო ადგილი: თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის სწრაფი და მაღალ ხარისხიანი მომსახურება;
** გაყიდვების პროცესის მხარდაჭერა;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** სწორი და უშეცდომო სალარო ოპერაციების წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:
** გაყიდვების პრინციპები, მერჩენდაიზინგის საფუძვლები, მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი, ბრენდებს შორის არსებული ხარისხობრივი უპირატესობები, მომსახურების სრული სპექტრი;
** ნაღდი ფულის შენახვა-გაცემის, აღწერა-ჩაბარების საფუძვლები;
** ანგარიშსწორების ყველა შესაძლო ფორმა, რომელიც შეიძლება გამოიყენოს მომხმარებელმა;
** უშუალო საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურები, რომლებიც დადგენილია კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ
აუცილებელი მოთხოვნები:
** პროფესიული ან უმაღლესი განათლება
** უცხო ენების ცოდნა
გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე vacancy@lutecia.ge და "subject"-ში თბილისის ფილიალის შემთხვევაში მიუთითოთ Atelier Rebul დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|