Робота для біженців з України
უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Aura Homes
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
უძრავი ქონების კომპანია "Aura Homes" ეძებს უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერს

თუ გინდა იმუშაო გარემოში, სადაც შედეგი პირდაპირ შენს შემოსავალზე აისახება და განვითარება ყოველდღიური პროცესია, ეს პოზიცია შენთვისაა.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 11:00-18:00
** დასვენება: 2 დღე
** ანაზღაურება: გამომუშავებით, 1500-დან 9000 ლარამდე
** ლოკაცია: თბილისი, საბურთალო

შენი როლი:

** უძრავი ქონების ობიექტების მოძიება და დამუშავება
** მესაკუთრეებთან და მყიდველებთან ყოველდღიური კომუნიკაცია
** ობიექტების განთავსება პლატფორმებსა და ვებგვერდზე
** მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების დახურვა
** ლიდების მართვა და კონვერტაცია
** CRM-ში მონაცემების ორგანიზება
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა

ვის ვეძებთ:

** კომუნიკაბელურ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს
** პასუხისმგებელ და პუნქტუალურ კანდიდატს
** გუნდურ მოთამაშეს, რომელსაც სურს განვითარება
** ინგლისურ ენაზე საუბრის უნარით (რუსული ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე პროგრამების ცოდნით: Google Docs, Google Sheets, Google Drive, Gmail

რას მიიღებ:

** კორპორაციული ნომერი
** ულიმიტო სასაუბრო დრო
** ბალანსი საიტებზე სამუშაოდ
** საქმის ადგილზე საფუძვლიანი შესწავლა
** კომპანია უზრუნველყოფს სრულ სამუშაო ინვენტარს
** წამახალისებელი საჩუქრები/ბონუსები
** კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას
** მეგობრულ, სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე აქ ბმულის მეშვეობით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSew3-BCwrtWT_d4tA04YIki7Ba1I7ZalN9jBZ2DZ-v9RKr0iw/viewform
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე