|
დასახელება:
უძრავი ქონების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
Estatehub.ge
|
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
"Estatehub.ge" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების კონსულტანტის პოზიციაზე.
Estatehub.ge უძრავი ქონების მიმართულებით შექმნილი ახალი სტარტაპია, რომელიც გუნდში ეძებს მოტივირებულ და გამოცდილ უძრავი ქონების მრჩეველს.
ძირითადი მოვალეობები:
** პლატფორმაზე შემოსული მომხმარებელთა მოთხოვნების ოპერატიული დამუშავება, განაწილება და კონტროლი.
** მომხმარებლისთვის სერვისის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
** მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათთვის სასურველი უძრავი ქონების შეთავაზება.
** გარიგების პროცესის მართვა და მონაცემების CRM სისტემაში ასახვა.
მოთხოვნები:
** სავალდებულოა გამოცდილება გაყიდვებსა და უძრავი ქონების სფეროში.
** CRM სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
** დისტანციურ ფორმატში დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა.
პირობები:
** სამუშაო ფორმატი: 11:00-19:00 დისტანციური (ორშაბათი-პარასკევი).
** ანაზღაურება: გამომუშავებით (% დახურული გარიგებებიდან), რაც გაძლევთ ულიმიტო შემოსავლის მიღების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@estatehub.ge
გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უძრავი ქონების კონსულტანტი".
|
|
|
|