|
დასახელება:
კოლექციის კურატორი
|
| მომწოდებელი:
ეროვნული ბოტანიკური ბაღი
|
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას ცოცხალი კოლექციების განყოფილებაში კოლექციის კურატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში)
ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 1, 920 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)*
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.
სამუშაოს ზოგადი აღწერა
ფუნქციები:
** ბონსაია კოლექციის კურირების, დაცვის, შენარჩუნების, და შევსება-განახლების სამუშაოების დაგეგმვა და წარმართვა;
** კოლექციის სახეობრივი და ტაქსონომიური შემადგენლობის სისტემატიური აღრიცხვიანობის, დაცვისა და შენარჩუნების, შევსებისა და განახლების დაგეგმვა და უზრუნველყოფა;
** მცენარეთა დაცვის ჯგუფთან კოორდინირებით ბონსაის კოლექციის მავნებლებისა და დაავადებების რეგულარული მონიტორინგსა და საველე კვლევებში და პროფილაქტიკურ თუ მავნებელ დაავადებათა კონტროლის ღონისძიებებში ჩართულობა;
** ბონსაის კოლექციის მცენარეთა შესწავლა-შევსება და მათი კონსერვაცია;
** ბოტანიკურ ბაღში ინტროდუქციის, საჩვენებელი, ბოტანიკური და საკონსერვაციო კოლექციების გამდიდრების მიზნით მცენარეთა სახეობების შერჩევის სამუშაოებში მონაწილეობა;
** ბონსაის კოლექციის პერიოდული ინვენტარიზაცია, დოკუმენტირება, ეტიკეტირება და საინტერპრეტაციო მასალების მომზადება;
** ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ პროგრამებში ჩართულობა, ამ პროექტებისათვის კოლექციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი ბოტანიკის, ჰორტიკულტურის, აგრარული მეცნიერებების, ლანდშაფტის დიზაინის მიმართულებით. შესაბამის სფეროში მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სარეკომენდაციო წერილი);
** ბოტანიკისა და ჰორტიკულტურისა საბაზისო პრინციპების ცოდნა;
** მცენარეთა კლასიკური და თანამედროვე სარკვევებისა და ონლაინ ბაზებისა და სპეციალური ლიტერატურის გამოყენების უნარ-ჩვევები;
** ინგლისური ენის (B1-B2) დონეზე ცოდნა;
** MS Office ცოდნა.
უნარები:
** აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პასუხისმგებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.
შერჩევის მეთოდები:
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 28.05.2026
** * გაცნობებთ, რომ ა (ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
|
|
|
|