Робота для біженців з України
ექიმი ალერგოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი ალერგოლოგი
მომწოდებელი: ჯერარსი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
კლინიკა "ჯერარსი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი ალერგოლოგის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კლინიკა "ჯერარსი" (მუხიანის ქ. #2ა)
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

კლინიკა "ჯერარსი"-ს ამბულატორია ეძებს კვალიფიციურ და პასუხისმგებლობიან ექიმ ალერგოლოგს, რომელიც შეუერთდება ჩვენს პროფესიონალ გუნდს და უზრუნველყოფს პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.

ძირითადი მოვალეობები:

** ალერგიული და იმუნოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მონიტორინგი
** ინდივიდუალური მკურნალობის გეგმების შემუშავება
** შესაბამისი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების დანიშვნა, შედეგების ინტერპრეტაცია
** სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად და სტანდარტების შესაბამისად წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ალერგოლოგიის სპეციალიზაცია (აუცილებელია მოქმედი ლიცენზია)
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა
** გუნდური მუშაობისა და კოლეგებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიული ეთიკის დაცვა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექიმი ალერგოლოგი".

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსი"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე