|
დასახელება:
საზღვაო ლოგისტიკის უფროსი მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ქარსფეისი
|
|
გამოქვეყნდა: 27 აპრილი
/ ბოლო ვადა: 27 მაისი
|
ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას საზღვაო ლოგისტიკის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე.
"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ავტო დილერებისთვის.
ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:
ავტომობილების შეძენას აშშ-ს საერთაშორისო აუქციონებიდან. ტრანსპორტირების სრულ მომსახურებას. საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას. სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.
"Carspace"-ის პრიორიტეტი ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურებაა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი. 10:00-დან 18:00-მდე
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი. აღმაშენებლის ხეივანი N 19
ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად, კანდიდატის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მიხედვით.
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს:
** კორპორაიული დაზღვევა, რომელსაც სრულად კომპანია ფარავს;
** Fitpass;
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოსულ კონტეინერებთან დაკავშირებული ინფორმაციის მონიტორინგი და სპეციალურ პორტალზე ასახვა;
** გადამზიდ კომპანიებთან და ტერმინალებთან კომუნიკაცია;
** გადაზიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ფოთის პორტში ჩამოსული კონტეინერის გახსნის დაგეგმარება და კურირება;
** ლოჯისიკის პროცესის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სხარტი და ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@carspace.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
ქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ქარსფეისი"-ს -ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
|
|
|
|